ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„ქართული ოცნება“ ფარისევლურად ეფარება კონსტიტუციას – მათი მიზანია, მედვედევის, პუტინის გულის მოგება – მანჯგალაძე

„ქართული ოცნება“ ფარისევლურად ეფარება კონსტიტუციას – მათი მიზანია, მედვედევის, პუტინის გულის მოგება – ამის შესახებ სტრატეგია აღმაშენებლის გენერალურმა მდივანმა პაატა მანჯგალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

“იმის გამო, რომ პრეზიდენტი ევროპული კურსის მხარდაჭერისთვის, კანდიდატის სტატუსის მოპოვებისთვის მართავს შეხვედრებს, აქ დაიწყეს იმპიჩმენტის პროცედურა. მოიტანეს ახალი არგუმენტი, რომ მთავრობა არ ეთანხმება იმ რიტორიკას, რომელიც პრეზიდენტს აქვს, ამიტომ არ უშვებენ ევროპაში. ჩვენი ქვეყანა ეთანხმება თქვენ რიტორიკას, რომ რუსები შემოიყვანეთ საქართველოში? ეთანხმება იმას, რომ კანდიდატის სტატუსი არ გვაქვს იმის გამო, რომ 12 პუნქტი არ შეასრულეთ? იმას ეთანხმება, რომ ყოველდღე ასობით ათასი მოქალაქე გარბის ქვეყნიდან? საქართველოს მოქალაქე ეთანხმება, რომ ყოველი მესამე ბავშვი შიმშილობს, როდესაც სკოლაში დადის? ვერ ვხვდები, რა ნამუსით ითხოვთ მეოთხე ვადით ხელისუფლებაში დარჩენას, რა გააკეთეთ, რომ სადმე გაგიშვათ კი არა, საერთოდ ხელისუფლებაში დარჩეთ. მარტივია, თუ ვინმეს ლუსტრაცია მოხდება, ეს იქნება საქართველოში პუტინის ოცნება, მათი ოცნებაა, რომ ყველა პროდასავლურად განწყობილი ქართველი დასჯილი იყოს. „ქართული ოცნება“ ფარისევლურად ეფარება კონსტიტუციას, თითქოს, დიდი დამცველები არიან, არადა ქართველ ხალხს გადაახიეს კონსტიტუცია წლების წინ, როდესაც ქართველი ხალხის ნაცვლად, ძალაუფლებას ივანიშვილი ფლობს… „ქართული ოცნება“ იფარებს კონსტიტუციას, თითქოს დიდი დამცველები არიან, სინამდვილეში მათი მიზანია, მედვედევის, პუტინის გულის მოგება, რომ უთხრან ეს ქალბატონი არ გამოხატავს საქართველოს ხელისუფლებას, გაპარულია ჩვენგან“,- აღნიშნა მანჯგალაძემ.

იტვირთბა....