ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“დღეს რაც მოხდა ჩოხატაურში არაფერია, თუ არა ხელისუფლების შიში…” – მელია გურიაში მომხდარ ინციდენტზე

დღეს რაც მოხდა ჩოხატაურში, რაც ხდება ქცეყანაში – არაფერია, თუ არა ხელისუფლების შიში და ამის საპასუხოდ ხალხის შეშინების მცდელობა – ასე გამოეხმაურა “ნაციონალური მოძრაობის” ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია გურიაში მომხდარ ინციდენტს.

“დღეს რაც მოხდა ჩოხატაურში, რაც ხდება ქცეყანაში – არაფერია, თუ არა ხელისუფლების შიში და ამის საპასუხოდ ხალხის შეშინების მცდელობა: არ გქონდეს განსხვავებული აზრი, თორემ პარტაქტივი გცემს…
ჩოხატაურში არის ერთადერთი სკვერი, რომლის გაყიდვაც ადგილობრივ საკრებულოს გადაუწყვეტია,
ყველამ იცის, მაჟორიტარი ჩიგოგიძის გარეშე მანდ არაფერი ხდება.
პოლიტიკა ბიზნესის კეთების, ფულის საჭრელ მანქანად აქციეს, კანონი და ქვეყანა მოირგეს, ხვალ დაჯდება პარლამენტში ბატონი ჩიგოგიძე და კონსტიტუციაზე და პრეზიდენტის მიერ მის დარღვევაზე იმსჯელებს, ეს არის ხალხის დაცინვა ხელისუფლების მხრიდან, ხოლო მათთან ერთად ამ ეტაპზე მაინც პარლამენტში ჯდომა და ამ ხალხისთვის ხელის ჩამორთმევა, ხალხის დაცინვაა, ოპოზიციის მხრიდან…
უბრალოდ, დათო მჟავანაძეს და მასსავით მართალ, მებრძოლ და იდეის ერთგულ ადამიანებს არც მუშტი აშინებს და არც მუქარა, სიმართლეა ის ძალა, რაც აუცილებლად დაამარცხებს და აღარ დაუშვებს უსამართლობასა და ძალმომრეობას….” – წერს მელია.

ცნობისთვის, გურიაში ჩასული ნაცმძროაბის წევრები “ოცნების” პარტაქტივმა სცემა

იტვირთბა....