ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ზურაბიშვილს თუ ნამდვილად სურს, გამოიყენოს ერთადერთი ბერკეტი, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყნის ევროპულ ინტეგრაციას, უნდა შეიწყალოს მიხეილ სააკაშვილი” – ფავლენიშვილი

“ზურაბიშვილს თუ ნამდვილად სურს, გამოიყენოს ერთადერთი ბერკეტი, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყნის ევროპულ ინტეგრაციას, უნდა შეიწყალოს მიხეილ სააკაშვილი” – აღნიშნულის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.

“რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილს, თუ ამ ადამიანს ნამდვილად სურს, გამოიყენოს თავისი შესაძლებლობა და ერთადერთი ბერკეტი, რომელიც ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის ევროპულ ინტეგრაციას, მაშინ მან უნდა გამოიყენოს უფლებამოსილება და შეიწყალოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. ეს არის ერთადერთი ინსტრუმენტი ზურაბიშვილის ხელში, რომელიც არის ქმედითი და ძლიერი, დანარჩენი მისი სიტყვები ფარატინა ქაღალდად დარჩება“, – აღნიშნა ფავლენიშვილმა.

იტვირთბა....