ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობა პრეზიდენტის იმპიჩმენტს მხარს არ დაუჭერს” – წითლიძე

ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობა პრეზიდენტის იმპიჩმენტს მხარს არ დაუჭერს – ამის შესახებ ენმ-ს წევრმა ანა წითლიძემ განაცხადა.

“ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობა პრეზიდენტის იმპიჩმენტს მხარს არ დაუჭერს. ჩვენ ვთვლით, რომ ეს არის ქოცების მიერ შეგნებულად შემოგდებული საკითხი, რომლის მთავარი მიზანი ევროატლანტიკური კურსის საბოტაჟია.

ვთვლით, რომ სალომე ზურაბიშვილს, თუ ის პოზიციონირებს ისე, რომ იცავს ქვეყნის ევროატლანტიკურ კურსს, თუ ის პოზიციონირებს ისე, რომ მნიშვნელოვანია, საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს, მაშინ მას უნდა ესმოდეს და მიიღოს გადაწყვეტილება, ნომერ პირველი პოლიტიკური მპატიმრის, თანამედროვე სახელმიწფოს შემქმნელის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ და შეიწყალოს ის”- ამბობს წითლიძე.

იტვირთბა....