ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ორშაბათს ჩვენ გვექნება უმრავლესობის სხდომა, სადაც 50-ზე მეტი ხელმოწერა იქნება” – მამუკა მდინარაძე

ორშაბათს ჩვენ გვექნება უმრავლესობის სხდომა, სადაც 50-ზე მეტი ხელმოწერა იქნება – აცხადებს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე. მან ასევე ისაუბრა თუ რატომ იწყებენ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურას.

“ვფიქრობთ, არ შეიძლება რეაქციის გარეშე დატოვება, პრეზიდენტის მიერ, პერსონის მიერ, რომელიც კონსტიტუციის მთავარი გარანტი უნდა იყოს, ამ კონსტიტუციის დარღვევა და ეს რეაქცია ჩვენ მიერ არის იმპიჩმენტის საკითხზე მსჯელობა და შემდეგ იმპიჩმენტის აღძვრა. რა თქმა უნდა, 50 ხელმოწერა მზად არ არის. ორშაბათს ჩვენ გვექნება უმრავლესობის სხდომა, სადაც 50-ზე მეტი ხელმოწერა იქნება. სამწუხაროა, ისტორიას შემორჩება ფაქტი, რომ საქართველოს პრეზიდენტმა დაარღვია ქვეყნის უმაღლესი კანონი“, – განაცხადა მდინარაძემ.

იტვირთბა....