ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

რუსეთმა „ნოვაია გაზეტას“ მთავარი რედაქტორი „უცხოეთის აგენტად“ გამოაცხადა

რუსეთმა „ნოვაია გაზეტას“ მთავარი რედაქტორი დმიტრი მურატოვი „უცხოეთის აგენტად“ გამოაცხადა.

ნობელის პრემიის ლაურეატი მურატოვის გარდა, იუსტიციის სამინისტრომ სიაში დაამატა ტელეკომპანია „დოჟდის“ ჟურნალისტი დენის კატაევი, კომიკოსი რუსლან ბელი, მწერალი ოლეგ რაძინსკი, პოლიტიკოსი მაიბეკ ვაჩაგაევი, ეკონომისტი კონსტანტინ სონინი, ნავალნის შტაბის ყოფილი უფროსი ევგენი კარპოვი, „ეხო მოსკვის“ ჟურნალისტი ოქსანა ბარშევა და სანქტ-პეტერბურგის საკანონმდებლო კრების ყოფილი მოადგილე მაქსიმ რეზნიკი.

“უცხოური გავლენის ქვეშ მყოფ პირთა საქმიანობის კონტროლის შესახებ” ​კანონი რუსეთში 2022 წლის 1 დეკემბერს ამოქმედდა.

იტვირთბა....