ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“იმპიჩმენტი საქართველოს დასავლური კურსის საბოტაჟად უნდა განვიხილოთ, ამას მხარს არ დავუჭერთ” – მანჯგალაძე

იმპიჩმენტი საქართველოს დასავლური კურსის საბოტაჟად უნდა განვიხილოთ, ამას მხარს არ დავუჭერთ – აღნიშნულის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ გენერალურმა მდივანმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

“მათ მიერ არჩეულ პრეზიდენტს იმპიჩმენტს უპირებენ მხოლოდ იმის გამო, რომ მან საქართველოს ევროატლანტიკური კურსის მიმართ მხარდაჭერა ღიად დააფიქსირა. მივმართავ „ქართული ოცნების“ ლიდერებს, კობახიძეს, ღარიბაშვილს და ა.შ. – დაგვისაბუთონ, აგვიხსნან საქართველოს მოქალაქეებს, შტაინმაიერთან – გერმანიის პრეზიდენტთან ან ევროსაბჭოს პრეზიდენტთან შეხვედრით როგორ არღვევს საქართველოს პრეზიდენტი კონსტიტუციას და როგორ ეწინააღმდეგება საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კურსს; რა ზიანის მომტანია ეს შეხვედრები საქართველოს ევროატლანტიკური კურსისთვის. ამის დასაბუთება მნიშვნელოვანი და პრინციპულია. თუ პირიქით – ისინი აკეთებენ რუსულ საქმეს, როდესაც პრეზიდენტს და სხვა ყველა პროდასავლურად განწყობილ ოპოზიციას არ აძლევენ შესაძლებლობას, რომ ქართველი ხალხის [ნების] რეალიზება მოხდეს“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

იტვირთბა....