ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა ციტატა

„ქართული ოცნება“ აჩვენებს, რომ მას არ აინტერესებს საქართველოს ევროპული მომავლი – მარია ლექსმანი ზურაბიშვილის იმპიჩმენტზე

[su_quote] სრულიად აბსურდული ნაბიჯით, ქართული ოცნება კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ მას არ აქვს ინტერესი არც პოლიტიკური პოლარიზაციისა და არც საქართველოს ევროპული მომავლის მიმართ. [/su_quote]

– ასე გამოეხმაურა ევროპარლამენტარი მირიამ ლექსმანი საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის, წინააღმდეგ „ქართული ოცნების“ მიერ იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებას.

შეგახსენებთ, სალომე ზურაბიშვილი ევროპაში საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით მოლაპარაკაბებზე გაემგზავრა.
„ქართულმა ოცნებამ“ ზურაბიშვილის ეს ნაბიჯი გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ მას აღნიშნულ ვიზიტზე მთავრობისგან თანხმობა არ ჰქონია.

ამასთან, „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა, რომ პრეზიდენტის ვიზიტის მიზანია, რომ საქართველოში იყოს არეულობა, მეორე ფრონტი, მისი განცხადებები კი უცხოური ძალების დღის წესრიგში ზის, რომელთაც საქართველოსთვის კარგი არ სურთ.

დღეს კობახიძემ თქვა, რომ პარტია კონსტიტუციასთან მიმართებითაა ვალდებული, ეს უკანასკნელი კი პრეზიდენტმა დაარღვია, მას უპასუხოდ ვერ დატოვებენ და „ქართული ოცნება“ ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცესს დაიწყებს.

იტვირთბა....