ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა უკრაინის ომი

მოსკოვის აეროპორტებმა მუშაობა შეაჩერეს – გაუქმდა რამდენიმე ათეული ფრენა

რუსული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 1 სექტემბერს მოსკოვში, ვნუკოვოს, დომოდედოვოსა და შერემეტიევოს აეროპორტები მგზავრებისთვის დროებით დაიხურა.

მედიის ცნობით, 32 ფრენა გადაიდო და 20 გაუქმდა.

არსებული ინფორმაციით, აეროპორტების დროებით შეჩერების გადაწყვეტილება, სავარაუდოდ, მოსკოვში უპილოტო საფრენი აპარატის ჩამოგდებას უკავშირდება.

იტვირთბა....