“მეტრონომი” აგრძელებს საჯარო პირების ქონებრივი დეკლარაციების გამოქვეყნებას. ჩვენ ამჯერად დავინტერესდით საქართველოს თავდაცვის მინისტრის, თინათინ ხიდაშელის ქონებასა და შემოსავლებით. ხიდაშელის ქონებრივ დეკლარაციას გთავზობთ, რომელიც მან 2016 წლის იანვარში აქვს შევსებული. თუმცა მანამდე შემოგთავაზებთ მის მოკლე ბიოგრაფიას.
თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა 1995 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტი, ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტი, პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მაგისტრატურა (ბუდაპეშტი, 1996) და ვაშინგტონის სამართლის სკოლა.
ხიდაშელის პოლიტიკური კარიერა 2005 წლიდან იწყება, როცა ის “რესპუბლიკურ პარტიაში” გაწევრიანდა. მისი პოლიტიკური კარიერის მწვერვალი ამ დრომდე 2015 წლის 1 მაისს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილება იყო, რომელმაც ხიდაშელს ქართული ჯარი ჩააბარა.
საქართველოს სახელმწიფოებრიობის სულ რამდენიმე ათწლეულის ფონზე, ის პირველი ქალი თავდაცვის მინისტრია.
ხიდაშელი “რესპუბლიკური პარტიის” წევრია, რომელიც მმართველი კოალიციის რიგებში შედის. პარტიას კოალიციის სხვა წევრები ხშირად დებენ ბრალს პროდასავლური კურსის “ექსკლუზიურობის” მითვისებაში.
ბოლო დროს, ამ ბრალდებებს არჩევნების გაყალბებაც დაემატა. უმრავლესობაში შემავალმა ერთ-ერთი პარტიის ლიდერმა გოგი თოფაძე პირადად მინისტრი დაადანაშაულა საგარეჯოში ჩატარებული არჩევნების გაყალბებაში.
დაპირისპირება პოლიტიკოსებს შორის მორატორიუმით დასრულდა, ხოლო საგარეჯოს არჩევნებს პროკურატურა იძიებს.
რაც შეეხება მის ქონებასა და შემოსავლებს:
თინა ხიდაშელი თბილისში ორ ბინას ფლობს. ფანასკერტელის ქუჩაზე მდებარე ბინათა ფართობი 60.00კვ.მ და 116.00 კვ.მ.
დედა, ზიზილა ურგებაძე საცხოვრებელ სახლსა და მიწის ნაკვეთს საგარეჯოში ფლობს.
რაც შეეხება დანაზოგს, პარლამენტის თავმჯოდმარეს დავით უსუფაშვილსა და თინა ხიდაშელს დანაზოგის სახით სულ 3000 ლარი აქვთ. ხიდაშელის დედას კი 4000 აშშ დოლარი აქვს დანაზოგის სახით.
მინისტრის პოსტზე ხიდაშელს მაისიდან დღემდე 62 744 ლარი აქვს აღებული, ხოლო პარლამენტის წევრ თინა ხიდაშელს 20436 ლარი. მის მეუღლეს, დავით უსუფაშვილს – 80 031.