[su_quote] კონტრშეტევასთან დაკავშირებით უკრაინელებს უნდა ვენდოთ…
მათ შეუძლიათ რუსების შეტევების უკუგდება, მათ შეუძლიათ ზოგიერთი ძალიან დაცული ტერიტორიის გავლა, კერძოდ, დანაღმული მინდვრების. ამიტომ ახლა კიდევ უფრო მნიშვნელოვანია მათი მხარდაჭერა, ვინაიდან ყველამ იცის, რომ ეს რთული ბრძოლაა. მაგრამ, მათ აქვთ მიღწევები, ძალას იკრებენ…
ბოლოს და ბოლოს, უკრაინელებზე, ბრძოლის ველზე მათ მეთაურობაზე არის დამოკიდებული რთული და მძიმე გადაწყვეტილებები. რაც ჩვენ ვნახეთ არის ის, რომ უკრაინელები კვლავ და კვლავ აჭარბებენ ჩვენს მოლოდინებს. უნდა ვენდოთ მათ. რჩევებს ვაძლევთ, ვეხმარებით, მხარს ვუჭერთ, მაგრამ გადაწყვეტილებებს თავად უკრაინელები იღებენ… [/su_quote]
– განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა.