ამერიკელი ფსიქოლოგები და სპეციალისტები კარიერას და სამსახურს ოჯახის დანგრევის ერთ-ერთ მიზეზად ასახელებენ. წარმოგიდგენთ რამდენიმე ნიშანს, რომლის მიხედვითაც ოჯახი დანგრევის პირას სამსახურმა შეიძლება მიიყვანოს:
სამსახურს ურთიერთობაზე წინ აყენებთ – თუ ხშირად დგებით იმ რეალობის წინაშე, რომ სამსახურს ოჯახის წევრებთან, მეგობრებთან და საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობას ამჯობინებთ, ასეთი სამსახური და მიდგომა ოჯახურ სიმყარეს აუცილებლად შეუქმნის საფრთხეს.
ძალიან დაღლილი ბრუნდებით სამსახურიდან- თუ სამუშაოს თქვენი ენერგიის დიდი ნაწილი მიაქვს… ამას პარტნიორი ერთ დღეს ვეღარ გაიგებს.
თუ მხოლოდ სამსახურის თემებზე საუბრობთ – ამგვარი ურთიერთობა დანგრევისთვის არის განწირული. პარტნიორი ჩვევას, რომ მასთან მხოლოდ სამსახურის თემებზე პოულობთ საერთო ენას, უარყოფითად შეაფასებს.
აგვიანებთ მნიშვნელოვან შეხვედრებზე, ან საერთოდ ვერ მიდიხართ – ნათესავები, მეგობრები, მნიშვნელოვანი თარიღები თქვენთვის თუ სამსახურის გამო არ არსებობს, ან მეათეხარისხოვანია, ოჯახურ თანაცხოვრებას საფრთხეს შეუქმნით.
სახლში „მიგაქვთ“ სამსახური – სტრესი და პრობლემები, რომელიც სამსახურს უკავშირდება, სახლშიც მოგყვებათ? ეს მიუღებელია.
მცირე დროს ატარებთ პარტნიორთან, იმიტომ, რომ დაკავებული ხართ – შაბათ-კვირას სამსახურში რჩებით, გვიან ღამით ბრუნდებით სახლში, სამსახურის საქმეებს სახლში აგვარებთ – დიდი შანსია ეს ურთიერთობების დანგრევის მიზეზი გახდეს.
ვერ უსმენთ პარტნიორს – თუ ამჩნევთ, რომ სულ უფრო მცირე დროს უთმობთ პარტნიორის მოსმენას, სულ უფრო ხშირად იგებთ მისგან, რომ არ უსმენთ ან ყურადღებას არ აქცევთ, თუ აკვირდებით, რომ სულ უფრო იშვიათად უყურებთ მას თვალებში, და ყველაფრის ამის მიზეზი სამსახური და მისგან გამომდინარე მიზეზები, დაღლილობა თუ სხვა რამეა, ეს საგანგაშო სიგნალია.
თუ პარტნიორი ირონიას იყენებს – ხშირად ხუმრობს უკვე თქვენ მიერ სამსახურში გატარებულ დიდ დროზე? ეს მის პროტესტს მიანიშნებს.
Independent. co.uk