ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“თუ ქვეყნის მტერი არ ხარ, გაუგებარია, არ მისცე თანხმობა პრეზიდენტს საქმისთვის, რომელიც ყველას ინტერესებშია” – სანდრო რაქვიაშვილი

პარტია „გირჩის“ წევრი, სანდრო რაქვიაშვილი, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ევროპულ ტურნესა და ამასთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ პოზიციას გამოეხმაურა.

„ალბათ, ფორმალურად ასეც არის (არღვევს პრეზიდენტი კონსტიტუციას, როცა თანხმობის გარეშე მიდის ვიზიტით), უბრალოდ, არ მესმის, პრემიერი რატომ არ აძლევს თანხმობას. საღი აზრი არის პრეზიდენტის მხარეს. ჩვენ ვიცით მისი პოზიცია, რომ ის ხელს უწყობს ევროინტეგრაციას, მისი შეხვედრები ნამდვილად დაეხმარება ამას და გაუგებარია, რატომ არ აძლევს პრემიერი თანხმობას, ეს თანხმობა ხომ ფორმალურია?! [გაუგებარია] არ მისცე თანხმობა საქმისთვის, რომელიც ყველას ინტერესებშია, თუ მტერი არ ხარ ამ ქვეყნის, ხომ?! მერე კიდევ იქით დაადანაშაულო პრეზიდენტი, რომ არღვევს კონსტიტუციას. მგონი, სწორად იქცევა პრეზიდენტი, რომ მთავრობის წინააღმდეგ მიდის, გასაგებია, რომ წესრიგი, კანონები არსებობს, მაგრამ არსებობს საღი აზრი, რომელიც პირდაპირ გვეუბნება, რომ მთავრობამ თანხმობა უნდა მისცეს პრეზიდენტს”, – განაცხადა რაქვიაშვილმა.

შეგახსენებთ, მამუკა მდინარაძემ თქვა, რომ „პრეზიდენტს არ აქვს მთავრობის თანხმობა და მაინც რომ მიდის, ეს კონსტიტუციის დარღვევაა“.

იტვირთბა....