ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ქართველებს რუსეთში უფასოდ სასწავლებლად ეპატიჟებიან – მოლაპარაკებები “ალტ ინფომ” აწარმოა

ქართველებს რუსეთში უფასოდ სასწავლებლად ეპატიჟებიან.

„ალტ-ინფოს“ ლიდერმა, კონსტანტინე მორგოშიამ აღნიშნა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით რუსებთან მოლაპარაკებები თავად აწარმოა.

„დიდი კონტინგენტი ჩვენი საამაყო არის, ის ხალხი, ქართველები, რომლებმაც რუსეთში მიიღეს განათლება და მე ამით მხოლოდ და მხოლოდ მოხარული ვარ და არ ვმალავ, პირადად ჩემი შვილიც ჩაირიცხა მოსკოვში და ახლა პირველი კურსის სტუდენტი იქნება. აქ არაფერი კავშირი რბილ ძალასთან და არაფერთან არ არის, სწავლა არის სწავლა. ჩვენ, ვხედავთ ევროპაში სწავლა-განათლება მიღებულ ხალხს აქ რა ანტისახელმწიფოებრივ ნაბიჯებსაც დგამენ. ეს პირიქით შეკვეცავს იმ ტყუილის მანქანას, რასაც მაგალითად თქვენ მიუძღვებით და იმ ზღაპრებს, რომ რუსეთში ვიღაც დათვი ზის არყით და ყველას ესვრის ატომურ ბომბებს და შიმშილით კვდებიან, არაფერი არ იყიდება და შიშველი დარბიან ლეღვისფოთოლ აფარებულები, მაგას ჩამოანგრევს. არაფერი საფრთხე არ არის და ვერც იქნება, კომფორტი ექნებათ შექმნილი ბავშვებს სწავლის პერიოდში და ბევრად უფრო საშუალება იქნება, თუნდაც ბიზნესის კეთების, განვითარების და დიდი კაპიტალის ჩამოტანის საქართველოში. გოსდუმის დეპუტატი იქნებოდა თუ უფრო მაღალი რანგის პოლიტიკოსი, ყველასთან ვსაუბრობდით უვიზო მიმოსვლაზე, პირდაპირ ფრენებზე, ქვეყნის დეოკუპაციაზე, სწავლაზე და სხვადასხვა პროექტებზე“, – განაცხადა მორგოშიამ.

იტვირთბა....