[su_quote] ჰოპლა! იფიქრეს და მოიფიქრეს რომ არ ღირს წყალდიდობის დაბრალება ნაციონალებისთვის. გაცვდა. მაშ რა ვქნათ? იკითხა 15 ათასლარიანმა პიარ კონსულტანტმა? ხალხს დავაბრალოთ და მოდი ყველაზე მოწყვლად ხალხს, რომელსაც ყველაზე ნაკლები ხმა აქვს პოლიტიკაში: გარემოვაჭრეებს შევტენოთ სანიაღვრეების პრობლემა! მაგარი სამარცხვინოები ხართ თქვენ, ოცნება. არ გაგივათ. როგორც შოვი არ ბრალდება დაზარალებულებს, ეგრე სანიაღვრეები არ ბრალდება გარემოვაჭრეებს. [/su_quote]
– ასე გამოეხმაურა პარტია „ხალხისთვის“ ლიდერი, ანა დოლიძე, სოციალური ქსელით გუშინ, უხვი ნალექის შედეგად თბილისის დატბორვასთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ მიერ დასახელებულ მიზეზებს.
შეგახსენებთ, „ოცნებამ“ განაცხადა, რომ სანიაღვრეებმა წყალი არ გაატარა, რადგან ისინი ნაგვით იყო სავსე და გუშინ ხელით გაწმინდეს.