ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ლოგიკის მიმართულებას გადავხედავდი იმათ ადგილზე, ვისაც ჯერ კიდევ არ სჯერა, რომ ოცნების ხელისუფლებას სტატუსი არ უნდა და მიზანმიმართულად მოქმედებს, რომ ის არ მივიღოთ” – გვარამია

„მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სოციალური ქსელით პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ევროპულ ტურნესა და ამასთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ პოზიციას გამოეხმაურა.

„სალომე ზურაბიშვილმა დაიწყო ტურნე ევროპის დედაქალაქებში საქართველოსთვის სტატუსის მინიჭების თაობაზე.
ქართულმა ოცნებამ მას თანხმობა არ მისცა ამისთვის და მის ვიზიტებს ანტიკონსტიტუციურს უწოდებს და ღიად გმობს.
ლოგიკის მიმართულებას გადავხედავდი იმათ ადგილას, ვისაც ჯერ კიდევ არ სჯერა, რომ ოცნების ხელისუფლებას სტატუსი არ უნდა და მიზანმიმართულად მოქმედებს, რომ ის არ მივიღოთ“, – წერს ის.

შეგახსენებთ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ „პრეზიდენტს არ აქვს მთავრობის თანხმობა და მაინც რომ მიდის, ეს კონსტიტუციის დარღვევაა“.

იტვირთბა....