ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

სანიაღვრე სისტემების მოწყობაზე პასუხისმგებელი კომპანია დარღვევებით მუშაობს – აუდიტი “თბილსერვისზე”

აუდიტის სამსახურმა „თბილსერვის ჯგუფის“ ორწლიანი მუშაობა შეისწავლა.

უწყებამ არაერთი დარღვევა გამოავლინა.

საუბარია ისეთ დარღვევებზე, როგორიცაა სხვადასხვა პროდუქციასა და მომსახურებაში გადახდილი არარეალურად მაღალი თანხა, გაბერილი შტატები – დასაქმებულების დიდ ნაწილს საერთოდ არ აქვს ფუნქცია თუმცა, ისინი მაინც სოლიდურ ხელფასს იღებენ. ასევე ზეგანაკვეთურ სამუშაოში თანამშრომლებისთვის გადახდილი თანხა არის არარეალურად დიდი.

დასკვნაში აღნიშნულია, რომ თანამშრომლები ამდენ საათს ზეგანაკვეთურად ფიზიკურად ვერ იმუშავებდნენ. არარეალური და შეუსაბამოა საწვავის ხარჯიც.

კომპანია შეუსრულებელი ვალდებულებებისა და ვადების დარღვევის გამო დაჯარიმდა კიდეც და 163 000 ლარის გადახდა მოუწია.

შეგახსენებთ, სანიაღვრე სისტემების მოწყობა- გასუფთავებაზე პასუხისმგებელი „თბილსერვის ჯგუფია“

იტვირთბა....