გერმანია საქართველოსა და მოლდოვის უსაფრთხო ქვეყნებად აღიარებას და მიგრაციის სფეროში შეთანხმებების გაფორმებას გეგმავს – ამის შესახებ გერმანიის შს მინისტრი ავრცელებს განცხადებას.
“ორივე ქვეყანას ევროკავშირში შესვლა სურს. ორივე სახელმწიფოში მოქალაქეებს, ძირითადად, პოლიტიკური მიზეზებით დევნის საფრთხე არ ემუქრებათ. გარდა ამისა, გერმანიაში თავშესაფრის თითქმის ყოველი მე-10 მაძიებელი ამ ქვეყნებზე მოდის და უსაფრთხო ქვეყნებად აღიარება არალეგალური მიგრაციის საკმაოდ სწრაფ და ეფექტურ შემცირებას შეუწყობს ხელს” – განაცხადა ნენსი ფეზერმა.