„სტიქიური უბედურება იქნება, მკვლელობა თუ ნებისმიერი შემთხვევა, რომელიც უკავშირდება ადამიანის ტრაგედიას, გამოყენებულია რომ პოლიტიკური დივიდენდი მიიღონ. მე აღარ მოვიყვან მაგალითებს, რა სტიქიური უბედურება დაატყდა თავს განვითარებულ ევროპას, გინდა ჩინეთს, გინდა აშშ-ს, მაგრამ არავის უფიქრია, რომ გააფთრებული შეტევა მიეტანა სვავის ინსტინქტით, რომ პოლიტიკურ ველზე დივიდენდი მიეღო. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია და ეს ერთადერთი ფაქტი არ არის, უბრალოდ, შოვი თავისი ტრაგედიის მასშტაბით სხვა მოვლენებთან დიდი იყო, მაგრამ ეს არაფერს ცვლის, კონკრეტული ოჯახები დაზარალდა და ახლა ცდილობენ ოჯახები, მათი ახლობლები დაარწმუნონ, რომ არსებობდა გადარჩენის მექანიზმი, რომელიც ხელისუფლებამ განზრახ არ გამოიყენა. ეს არის სავალალო და მადლობა ღმერთს, ეს ადამიანებს კარგად ესმით”
იტვირთბა....