ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ხელისუფლების პოლიტიკური კორუფციის ჭაობი უკვე ყველა სანიაღვრე მილიდან ამოდის” – ბექა ლილუაშვილი

პარტია „საქართველოსთვის“ წევრი ბექა ლილუაშვილი სოციალური ქსელით თბილისში, გუშინ მოსული უხვი ნალექის შედეგად შექმნილი საგანგაშო მდგომარეობის გამომწვევ მიზეზებზე პოსტი გამოაქვეყნა.

მისი თქმით, ქალაქის დატბორვის მიზეზი პოლიტიკური კორუფციაა.

„ხელისუფლების პოლიტიკური კორუფციის ჭაობი, უკვე ყველა სანიაღვრე მილიდან ამოდის.
ფაქტია, რომ სახელმწიფო კომპანია, რომელიც პასუხისმგებელია დედაქალაქში სანიაღვრე არხებისა და სადრენაჟო სისტემის გაწმენდა, მოვლა პატრონობა და ა.შ. სწორედ შპს “თბილსერვის ჯგუფია”
ინფორმაციისთვის ეს ის კომპანიაა, რომელზეც რამდენიმე დღის წინ სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა დაწერა არაერთი კორუფციული ფაქტის შესახებ.
დაწყებული თანამშრომლებისთვის ფიქტიური ზეგანაკვეთური სამუშაოს ცნობების გაცემიდან,
გაგრძელებული სახელმწიფო შესყიდვებისა და ტენდერების ინტერესთა კონფლიქტით ჩატარებისა და კონკრეტულ კომპანიებზე სატენდერო პირობების მორგების შესახებ.
ამიტომ ნურავის გაუკვირდება მათ შორის ქალაქის მერს, საიდან გაიჭედა ნაგვით სანიაღვრე სისტემა.
ყველა ჩვენგანმა უნდა იცოდეს, რომ პოლიტიკური კორუფცია – თითოეულ ჩვენგანს, ჩვენს ჯანმრთელობას, უსაფრთხოებას და კეთილდღეობას ეხება და მისი შედეგი არამხოლოდ რამდენიმე ჩინოვნიკის გამდიდრებაა ხალხის ხარჯზე“, – აღნიშნავს ლილუაშვილი.

შეგახსენებთ, გუშინ ძლიერი წვიმის შედეგად, დაიტბორა თბილისის ქუჩები, რამდენიმე მონაკვეთზე ჩამოიშალა გზის ნაწილი და სახლებში წყალი ჩავიდა.

იტვირთბა....