ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“მინდა შევახსენო კახა კალაძეს, რომ მუნიციპალური სერვისების გამართულ მუშაობაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება მას” – დონაძე

“მინდა შევახსენო კახა კალაძეს, რომ მუნიციპალური სერვისების გამართულ მუშაობაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება მას” – ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” წევრიმა ბესიკ დონაძემ განაცხადა.

“დღეის მდგომარეობით თბილისის მერიას სანიაღვრე სისტემის მოწესრიგებაში დახარჯული აქვს 54 მილნ ლარზე მეტი, ხოლო თბილისის რეიონის გამგეობებს 17 მლნ ლარზე მეტი. ანუ ჯამში, თბილისის მერიის სისტემამ სანიაღვრე სისტემების მოწესრიგებაში დახარჯა 72 მლნ ლარზე მეტი. მაგრამ, ხედავთ, რომ არ მუშაობს აღნიშნული სისტემები ან არასაკმარისი თანხაა დახარჯული ან რაც დახარჯულია, არის უხარისხო. მინდა შევახსენო კახა კალაძეს, რომ მუნიციპალური სერვისების გამართულ მუშაობაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება მას, – ამბობს ბესიკ დონაძე.

იტვირთბა....