ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“2 საათის განმავლობაში ვრეკავდით 112-ში და პატრონი არავინ გვყავდა” – მოვაჭრე

მოვაჭრეები, რომლებსაც ძლიერი წვიმის გამო გუშინ სავაჭრო ობიექტები დაეტბორათ, დედაქალაქის მერის ბრალდებებს პასუხობენ. მისი თქმით,სანიაღვრეებში ნაგავი ჩაყრილი არ ყოფილა და დაბინძურება უხვი ნალექის შედეგად მოხდა. ასევე, მათი თქმით შესაბამისმა სამსახურებმა დროული რეაგირება ვერ მოახდინეს.

სანიაღვრეს პრობლემა ყოველთვის არის აქ, არასდროს არ არის მოწესრიგებული. ყოველ წვიმაზე ხდება ასეთი ამბავი. არაფერი ნაგავი აქ არ არის. ეგ, უბრალოდ, მოჰქონდა წყალს. აი, აქ სანიაღვრეში როგორ უნდა ჩავიდეს ბოთლი. მოქალაქი ჩავიდა, თვითონ არც იკადრეს და მოქალაქემ ამოიღო ბინძური წყლიდან ბალონები და რაღაცეები. დაგვიანებით მოვიდნენ, 2 საათის განმავლობაში ვრეკავდით 112-ში და პატრონი არავინ გვყავდა. გამწოვი რარაცაც არ უვარგოდათ, – ამბობს მოვაჭრე.

შეგახსენებთ, რომ გუშინ თბილისში მოსულმა უხვმა ნალექმა დედაქალაქის სხვა დასხვა უბნებში პრობლემები შექმნა. დაიტბორა ქუჩები, სახლები და მაღაზიები, წაიქცა ხეები და დაზიანდა ელექტროსადენები.

იტვირთბა....