“სანიაღვრეების მოწესრიგების ნაცვლად კალაძე კორუფციით და ნეპოტიზმით არის დაკავებული” – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ირაკლი ნადირაძემ განაცხადა.
“ყოველი წვიმის მოსვლა, ფაქტობრივად, არის უკვე სტიქია ამ ქალაქისთვის. რატომ? იმიტომ, რომ არ არის მოწესრიგებული შესაბამისი ინფრასტრუქტურა, სანიაღვრე სისტემა. კახი კალაძე, იმის ნაცვლად, რომ ზრუნავდეს ამ ყველაფრის მოწესრიგებაზე, არის დაკავებული კორუფციით, ნეპოტიზმით, უბრალოდ გულრგილობით და შესაბამისად, არ ხდება არც სანიაღვრე სისტემების გაწმენდვა უკვე არსებულის, არ ხდება ახალ გაზებზე, მაგისტარლებზე და გამზირებზე. რომლის რებილიტირებაშიც იგივე კახი კალაძე მილიონობით ლარს ხარჯავს, ახალი სანიაღვრე სისტემების დანერგვა, არ ხდება, ამთ შორის, ხევების და მდინარეების კალაპოტების გაწმენდვა და იქ ნაგავი იყრება, მათ შორის, სამშენებლო ნაგავი, რომელიც დამატებით პრობლემებს ქმნის – ნადირაძე.