ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა ციტატა

„კონკრეტულ ლოკაციაზე, სადაც მე ვიყავი, სანიაღვრე სისტემა გამართულად მუშაობდა“ – კახა კალაძე

[su_quote] წუხელ პრობლემა შექმნა იმან, რომ სანიაღვრე ცხაურები ნაგვით იყო დაფარული და ეს უშლიდა წყლის ჩადინებას.

ამის მიუხედავად, კონკრეტულ ლოკაციაზე, სადაც მე ვიყავი, სანიაღვრე სისტემა გამართულად მუშაობდა, გვიწევდა ამ ყველაფრის ხელით გაწმენდა. წვიმის გადაღებისთანავე, ერთი გრამი წყალი არ იყო ასფალტზე და მთლიანად დაცლილი იყო შეტბორილი არეალი. [/su_quote]

– განაცხადა თბილისის მერმა, კახა კალაძემ, დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე.

შეგახსენებთ, გუშინ ძლიერი წვიმის შედეგად, დაიტბორა თბილისის ქუჩები, რამდენიმე მონაკვეთზე ჩამოიშალა გზის ნაწილი და სახლებში წყალი ჩავიდა.

იტვირთბა....