საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მინიჭების საკითხთან დაკავშირებით უცხოელ პარტნიორებთან შეხვედრებს იწყებს.
„31 აგვისტოს, ქალაქ ბერლინში, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტთან, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან ვიზიტით, საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი იწყებს შეხვედრებს ევროპელ ლიდერებთან, საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების მხარდასაჭერად“, – აღნიშნულია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცეელბულ ინფორმაციაში.