ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„აბა, ივანიშვილის რეზიდენციასთან ყოფილიყო ნიაღვარი? მთელი მთავრობა შიშველი ხელებით დადგებოდა“ – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, სოციალური ქსელით თბილისში, გუშინ მოსული უხვი ნალექის შედეგად შექმნილ საგანგაშო მდგომარეობას გამოეხმაურა.

„კარგად მახსოვს ყოველი წვიმის დროს ბათუმის თითქმის ყველა ქუჩა იტბორებოდა, რასაც მაშინდელი ხელისუფლება უხვ ნალექს აბრალებდა.
დავიწყეთ თუ არა სანიაღვრე სისტემის მოწესრიგება, ბათუმელებს ძლიერი წვიმა მალევე აღარ არ აწუხებდათ, ეს კი იმის დამსახურება იყო, რომ ლევან ვარშალომიძესთან ერთად, ამ პროცესში ყველა აქტიურად იყო ჩართული, მუშაობა მუდმივად და დაუღალავად მიდიოდა, რომლის მიზანიც ბათუმელების უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის დაცვა იყო.
დღეს უკვე ცხადად ჩანს, რომ ხელისუფლების უპასუხისმგებლობასთან გვაქვს საქმე, რის გამოც ჩვენი მოსახლეობა ზარალდება. ჩვენს ქვეყანაში ინგრევა სახლები, გზები, ნადგურდება კურორტები, ზოგიერთს კი ჰგონია, რომ ყველაფერს სტიქიას დააბრალებენ.
აბა, ივანიშვილის რეზიდენციასთან ყოფილიყო ნიაღვარი? მთელი მთავრობა შიშველი ხელებით დადგებოდა.
თუ ჩვენ მოვინდომებთ, ყველაფრის გამოსწორება შესაძლებელია“, – აღნიშნულია პოსტში.

შეგახსენებთ, გუშინ ძლიერი წვიმის შედეგად, დაიტბორა თბილისის ქუჩები, რამდენიმე მონაკვეთზე ჩამოიშალა გზის ნაწილი და სახლებში წყალი ჩავიდა.

იტვირთბა....