თბილისში ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა – დატბორილია ქუჩები, შეუძლებელია მოძრაობა.
ფაქტს ეხმაურება ნიკა გვარამია და წერს:
“ვაღიაროთ, რომ ყოველი ძლიერი წვიმა თუ ქარი უკვე შიშის ზარს გვცემს და გულში “ღმერთო გადაგვარჩინე”-ს ბუტბუტს ვიწყებთ. ქოცებიც, მათ შორის.
თუ ადრე ხელისუფლების უუნაროებად შერაცხვა მისივე პროპაგანდისტული ხრიკი იყო და ამით ძალიან სარგებლობდა, ახლა უკვე ისეთი მასშტაბის და იმგვარი ხასიათის უუნარობა გამოავლინეს, რომ ყველა ადამიანის აღქმაში დაილექა, რომ მათი უუნარობა თითოეული ჩვენგანის სიცოცხლისთვის უბრალოდ საშიშია და ქართული ოცნების ხელისუფლებაში ყოფნის ყოველი შემდეგი დღე პირდაპირ გვაგდებს საფრთხეში. ყველამ ვიცით, რომ რამე რომ მოხდეს, ხელისუფლების იმედი უნდა გვქონდეს კი არა, სადაც დავინახავთ, სხვა მიმართულებით უნდა გავიქცეთ.
და ყოველი ძლიერი წვიმის დროს მთელი ქვეყანა დაზაფრული რომ ელოდება, როდის გადაივლის და მსხვერპლი ან ნგრევა ხომ არ მოყვა, ამას არც მშვიდობა ქვია და არც სიმშვიდე.
დიახ, მშვიდობაც გვინდა და სიმშვიდეც, მაგრამ სწორედაც რომ ქართული ოცნების ხელში არც ერთი გვაქვს და არც მეორე”.