კერძო სამხედრო კომპანია “ვაგნერის” დამფუძნებელის, ევგენი პრიგოჟინის დაკრძალვა “დახურულ ფორმატში” გაიმართა. განცხადება Concord Management-მა გააკეთა, რომელიც ასევე პრიგოჟინს ეკუთვნის.
კომპანიაში არ აკონკრეტებენ როდის შედგა დაკრძალვა.
“გამომშვიდობების მსურველებს შეუძლიათ პეტერბურგში, პოროხოვსკის სასაფლაო მოინახულონ”, – დასძინა Concord-ის პრესსამსახურმა.
რუსული მედია MSK1-ის ცნობით, პრიგოჟინი
სასაფლაოზე დაახლოებით 13 საათზე დაკრძალეს, ადგილობრივი დროით.