ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

გვარამიასნაირი ადამიანები არიან ყაღაჩები… ისინი არიან ანტიევროკავშირი – ირაკლი კობახიძე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას, განცხადებას გამოეხმაურა.

„ოპოზიციას არანაირად არ სურს, რომ საქართველომ დეკემბერში კანდიდატის სტატუსი მიიღოს. ამ შემთხვევაში ეს გვარამიას მხრიდან კიდევ ერთი წამოცდენა იყო. რაც შეეხება გვარამიას, შეგახსენებთ, ვინ არის – ეს არის ადამიანი, რომელიც 2012 წლამდე პირდაპირ ჩართული იყო ბიზნესის რეკეტის საქმეებში, ასევე ტელეკომპანია „იმედის“ ყაჩაღურად მიტაცებაში და შემდეგ ყაჩაღურად მიტაცებულ „რუსთავი 2“-ს მართავდა. ასეთი ადამიანები, ყაჩაღები არიან ანტიევროკავშირი. ამ ადამიანებს არავითარი ლეგიტიმური უფლება არ აქვთ, რომ ევროკავშირზე საერთოდ ისაუბრონ. ისინი თავიდან ბოლომდე არიან ევროპულ ღირებულებებს დაცილებული და არიან ანტიევროკავშირი“, – აღნიშნა მან.

შეგახსენებთ, გვარამიამ სოციალურ ქსელში დაწერა: „სტატუსს წელს თუ ვერ მივიღებთ, არავითარი შესაძლებლობის ფანჯარა არ დაიხურება, დაიხურება „ქართული ოცნება“, ხოლო საქართველოს ევროკავშირში 2024 წელს ახალი ხელისუფლება შეიყვანს“.

თავის მხრივ, გვარამიას პოსტი, ევროკავშირის გაფართოებასთან დაკავშირებით, ევროპის საბჭოს თავმჯდორის, შარლ მიშელის, განცხადებას მოჰყვა.

იტვირთბა....