პუტინი პრიგოჟინის დაკრძალვას არ დაესწრება – ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
„კონკრეტულად, დაკრძალვის შესახებ ინფორმაცია არ გვაქვს. მიუხედავად ამისა, გადაწყვეტილებას ამ საკითხზე ახლობლები და მეგობრები იღებენ. აქ მათ გარეშე ვერაფერს ვიტყვით, ”- ციტირებს პესკოვის განცხადებას მაიაკის რადიოსადგურის ტელეგრამის არხი.