ცოტა ხნის წინ ავარია მოხდა თბილისში, როგორც ცნობილია, ყაზბეგის გამზირზე მანქანა მოპედს შეეჯახა. ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ “ფორმულა” ავრცელებს.
მოპედის მძღოლი კლინიკაშია გადაყვანილი.
შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ მომხდარზე გამოძება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.