თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრას 8 სექტემბერს გეგმავს – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Bloomberg თურქეთის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.
“სექტემბერში გაიმართება G20-ის შეხვედრა ინდოეთში და გაეროს გენერალური ასამბლეის შეხვედრა შეერთებულ შტატებში. თუ ასეთ დატვირთულ გრაფიკში მოვახერხეთ შეხვედრა, მე და პუტინი პირადად შევხვდებით”, – თქვა მაშინ ერდოღანმა.