ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის უკრაინის გამარჯვება იქნება გადამწყვეტი; ამასთან „ოცნება“ უნდა გავუშვათ ხელისუფლებიდან – სერგო ჩიხლაძე

„სტრატეგია აღმაშენებლი“ წევრი, სერგო ჩიხლაძე უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის, განცხადებაას გამოეხმაურა.

ჩიხლაძეს თქმით, დემოკრატიზაციისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის უკრაინის გამარჯვება იქნება გადამწყვეტი, თუმცა ამასთან, აუცილებელია ქვეყნის შიგნით აქტიურობა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებიდან გასაშვებად.

„უკრაინის რუსეთზე გამარჯვება, რა თქმა უნდა, დადებით, მე ვიტყოდი, გადამწყვეტ გავლენას იქონიებს როგორც საქართველოს, ასევე მოლდოვის ტერიტორიული მთლიანობის საკითხებზე, ასევე ქვეყნის შიგნით დემოკრატიზაციის პროცესებზე, რადგან საქართველოში როგორც შიდა დემოკრატიზაციის პროცესებს, დემოკრატიული რეფორმების გატარებას, ასევე ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას ეწინააღმდეგება ერთადერთი ქვეყანა – რუსეთის იმპერია და, სამწუხაროდ, რუსეთის იმპერიასთან, კრემლთან შეკრული ხელისუფლება „ქართული ოცნების“ სახით. ამიტომ ორივე ამ მიმართულებით, ქვეყნის შიგნით დემოკრატიზაციისთვის, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის, რა თქმა უნდა, უკრაინის გამარჯვებას ექნება გადამწყვეტი მნიშვნელობა. ასევე, უკრაინის გამარჯვებასთან ერთად, ჩვენ, პოლიტიკურ ძალებს, საზოგადოებას გვმართებს ქვეყნის შიგნით აქტიურობა, რომ რაც შეიძლება მოვაახლოვოთ ის პერიოდი, რასაც ჰქვია „ქართული ოცნების“ ხელისუფლებიდან გაშვება, რადგან „ქართული ოცნებაც“ რუსული ხელისუფლების ნაწილია საქართველოში. შესაბამისად, რუსეთი უნდა დამარცხდეს საქართველოშიც, უკრაინის ომშიც და გეოპოლიტიკურად მთლიანად უნდა იქნას დამარცხებული“, – აღნიშნა ჩიხლაძემ.

შეგახსენებთ, ზელენსკიმ თქვა, რომ „უკრაინის გამარჯვება საქართველოსა და მოლდოვის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას შეუწყობს ხელს, ამისთვის სამხედრო გადაწყვეტის საჭიროება აღარ იქნება“.

იტვირთბა....