ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

VIDEO: შიომღვიმის სამონასტრო კომპლექსთან მეწყრული პროცესები გრძელდება, თუმცა ტურისტებისთვის ტერიტორია მაინც ღიაა

ამ წუთებში შიომღვიმის სამონასტრო კომპექსთან, სადაც გუშინ კლდის ნაწილი ჩამოიშალა, ქვათაცვენა გრძელდება. მიუხედავად იმისა, რომ მეწყრული პროცესები ისევ აქტიურია და სტიქიის რისკი მაღალია, ტერიტორია ტურისტებისა და მომლოცველებისთვის არ დაკეტილა. სალოცავში რჩებიან ბერ-მონაზვნებიც. ჯერჯერობით უცნობია, როდის გაიცემა ტერიტორიიდან ევაკუაციის რეკომენდაცია. გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს გეოლოგების ჯგუფი დილიდან ადგილზე იმყოფება და მომხდარს იკვლევს.

იტვირთბა....