ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა ციტატა

“რეჟიმი დაკრძალვებზეც კი აგრძელებს კონტროლირებად თვალთვალ-ძალადობას” – რას წერს შალვა ნათელაშვილი

[su_quote] კაცობრიობის ისტორიაში არნახული დიქტატურაა ამ ქვეყანაში.რეჟიმი დაკრძალვებზეც კი აგრძელებს კონტროლირებად თვალთვალ–ძალადობას. დღეს ქაშუეთის ტაძართან შოვში დაღუპული სამი ბავშვის და მათი დედის დაკრძალვაზე მყოფი სატელევიზიო კამერები მოქცეული იყო ქოც–აგენტურის ზედამხედველობაში,რათა ვინმეს უპირველესად ოპოზიციიდან რეჟიმის პასუხისმგებლობაზე არაფერი წამოსცდენოდა. ამან ჩემთან მიმართებაში რა თქმა უნდა ვერაფერი შეცვალა,რის გამოც აღშფოთებულმა,შავებში გამოწყობილმა და ტუჩებზე სამმაგი პომადით გათხუპნულმა ქოც–დედაკაცმა აღშფოთება გამოხატა,რადგან თურმე პოლიტიკა არ უნდა გავრიოთ ამ უბედურებაში,რაზედაც მიიღო ჩემი პასუხი რომ აქ ტრაგედიაზე იყო საუბარი რაც სწორედ პოლიტიკითაა გამოწვეული. თუმცა მგლის თავზე სახარების კითხვას აზრი არა აქვს,ესენი უნდა გაიხვეტონ. [/su_quote]

– წერს „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი, შალვა ნათელაშვილი, სოციალურ ქსელში.

იტვირთბა....