ოკუპანტებმა პოლტავის ოლქი დაბომბეს, რასაც მსხვერპლი მოყვა – დაღუპულია ორი ადამიანი. ამის შესახებ ინფორმაცია ოლქის გუბერნატორმა დმიტრო ლუნინმა გაავრცელა.
მისი თქმით, ოკუპანტებმა თავდასხმა სამრეწველო ობიექტებზე განახორციელეს, თუმცა დამატებითი დეტალები უცნობია.
“მტრის თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, ორი მოქალაქე მცირე დაზიანებებით საავადმყოფოშია გადაყვანილი. კიდევ ორი ადამიანის ადგილსამყოფელი ამ დროისთვის უცნობია”, – აღნიშნა მან.
უკრაინული მხარის ცნობით, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ღამით ოთხი რაკეტა ისროლეს, მათგან 2 უკრაინელებმა ჩამოაგდეს.