რუსეთის ყოფილი ომბუდსმენი საქართველოში, 2009-2016 წლებში რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის სრულუფლებიანი წარმომადგენელი ბავშვთა უფლებებში პაველ ასტახოვი საქართველოში არ შემოუშვეს. ამის შესახებ მან რუსულ სამთვრობო პროპაგანდისტულ მედიასთან ისაუბრა. მისი თქმით, ეს ქართველი მესაზღვრეების მხრიდან პროვოკაცია და თვითნებობა იყო.
ასტახოვის განმარტებით, ის საქართველოში სომხეთის საზღვრიდან შემოდიოდა და აქედან თურქეთში გადასვლას აპირებდა ნოეს კიდობანთან დაკავშირებული ფილმის გადასაღებად:
“გადამღებ ჯგუფთან ერთად სომხეთში გადავიღეთ მასალა ფილმისთვის ნოეს კიდობნისა და წარღვნის შესახებ, ჩვენ ვკვეთდით სომხეთ-საქართველოს საზღვარს, რათა ტრანზიტით თურქეთში გადავსულიყავით, არარატთან, სადაც ასევე იყო დაგეგმილი გადაღებები. მაგრამ საქართველოს საზღვარზე მესაზღვრეებმა უკანონოდ და უსაფუძვლოდ გაგვაჩერეს თითქმის შვიდი საათით, ჩამოგვართვეს საბუთები და დაათვალიერეს ყველა პირადი ნივთი, ცდილობდნენ დავერწმუნებინეთ, რომ ხელი მოგვეწერა პროტოკოლზე ქართულ და ინგლისურ ენეზე და საბოლოო ჯამში, ფილმის რეჟისორთან ერთად, ტრანზიტზე საერთოდაც უარი გვითხრეს”, – აღნიშნა ასტახოვმა რუსულ მედიასთან.