ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

მოვიდა დრო, თბილისმა აღიაროს ობიექტური რეალობა, ცხინვალი და სოხუმი – მედვედევი

ე.წ. აღიარების მე-15 წლისთავი აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს, 26 აგვისტოს, რუსეთის უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელის მოადგილემ, დმიტრი მედვედევმაც მიულოცა და განაცხადა:

“ვთვლი, თბილისისთვის მოვიდა დრო, აღიაროს ობიექტური რეალობა და შეუდგეს თანასწორუფლებიან დიალოგს სოხუმსა და ცხინვალთან, ძალის არგამოყენების გარანტიების საფუძველზე. ეს ყველა მხარის გრძელვადიან ინტერესებში შედის“, – ამბობს მედვედევი მისალოც მიმართვაში, რომელსაც დე ფაქტო რესპუბლიკების მედიაც ავრცელებს.

იტვირთბა....