ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

“პუტინი იქცა აზიურ დესპოტად, რომელიც კლავს თავის ყოფილ ფავორიტებს იმის საჩვენებლად, ვინ არის მთავარი” – ჯონსონი

დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერმინისტრი ბორის ჯონსონი პუტინზე საუბრობს და აცხადებს:

“პუტინმა თავი განგსტერად წარმოიჩინა და მისი აბსურდული სატელევიზიო “მწუხარება” გარდაცვლილი ვაგნერელების უბრალოდ “ნათლიას” ფურცლებიდან ამოიღეს… ამ მკვლელობებით პუტინი ჩვენს თვალწინ იქცა აზიურ დესპოტად, რომელიც კლავს ყოფილ ფავორიტებს იმის საჩვენებლად, თუ ვინ არის მთავარი და ტკბება საკუთარი დაუნდობლობით”, – ამბობს ბორის ჯონსონი.

შეგახსენებთ, რომ 23 აგვისტოს, ტვერის ოლქში თვითმფრინავი ჩამოვარდა, მგზავრების სიაში კერძო სამხედრო კომპანია “ვაგნერის” ხელმძღვანელი, ევგენი პროგოჟინიც იყო.

იტვირთბა....