“მთავარი არხის” გადამღებ ჯგუფზე, ემა გოგოხიასა და ოპერატორ ნიკა გვალიაზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დაიწყო. ცნობილია, რომ ამ დროისთვის, პოლიციას ინციდენტში მონაწილე ყველა პირი დადგენილი და გამოკითხული ჰყავს.
შეგახსენებთ, შემთხვევა დღეს, დღის პირველ ნახევარში მოხდა. სოფელ ხაიშში თავდამსხმელებმა მედიის წარმომადგენლებს კამერა, მიკროფონი, გადამცემი და პირადი ტელეფონი წაართვეს. ასევე მათ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.