რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა პრიგოჟინის სამხედრო დაჯგუფების, “ვაგნერის” წევრებს უბრძანა, ხელი მოაწერონ სახელმწიფოს ერთგულების ფიცს.
Reuters-ის ცნობით, ამ განკარგულებას ხელი პუტინმა უკვე მოაწერა.
დოკუმენტში წერია, რომ ყველა, ვინც სამხედროების სახელით უკრაინაში რაიმე ტიპის ქმედებას ახორციელებს, ვალდებულია, რუსეთისადმი ერთგულების ფიცი ოფიციალურად დადოს.
შეგახსენებთ, რომ 23 აგვისტოს რუსეთში ევგენი პრიგოჟინის კუთვნილი თვითმფრინავი ჩამოვარდა. პრიგოჟინის გარდაცვალება ოფიციალურად არ დადასტურებულა, თუმცა ცნობილია, რომ თვითმფრინავის მგზავრებს შორის ისიც იმყოფებოდა