გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ფოლადაანთკარში მთრალმა პოლიციელებმა ადგილობრივებს სცემეს. შემთხვევა ორი დღის წინ მოხდა.
როგორც ადგილობრივები აცხადებენ, დაპირისპირება ყოფით ნიადაგზე დაიწყო. მათი თქმით, დაახლოებით 15-მდე პოლიციელი ფიზიკურად უსწორდებოდა მოსახლეობას, მათ შორის ბავშვებსაც და ქალებსაც.
“ურტყამდნენ ყველას, ქალიც არის ნაცემი,” – ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.
წყარო: ტვ პირველი