ცოტა ხნის წინ ავარია მოხდა მარნეული-თბილისის გზატკეცილზე, სადაც BMW-ს მარკის ავტომობილი სატვირთოს შეეჯახა.
არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილის მძღოლი წინ მიმავალ მანქანას ასწრებდა, რა დროსაც საპირისპიროდ მომავალ სატვირთოს გვერდი ვეღარ აუარა.
შემთხვევის შედეგად მძიმედ დაშავდა BMW-ის მძღოლი, ასევე მანქანაში მყოფი კიდევ ორი პირი – ერთ-ერთმა მათგანმა კიდური დაკარგა.
შემთხვევის ადგილას სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი და სამართალდამცავები იყვნენ მობილიზებული, დაწყებულია გამოძიება.