ქუთაისში ომში მყოფი უკრაინის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი სოლიდარობის აქცია გაიმართა.
ოპოზიციის წარმომადგენლები, სამოქალაქო აქტივისტები და ქუთაისში მყოფი უკრაინელები აღმაშენებლის ძეგლთან შეიკრიბნენ და ქალაქში ავტომობილებით მსვლელობა გამართეს.
მოგვიანებით კი თეთრ ხიდთან აქცია-პერფორმანსი გაიმართა. შესრულდა საქართველოს და უკრაინის ჰიმნები.