“სამი ქვეყანა არის მზად უკრაინას F-16 თვითმფრინავები გადასცეს,” – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ნორვეგიის პრემიერ-მინისტრ იონას გარ სტერესთან გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა.
“სამი ქვეყანა არის, რომლებიც დათანხმდნენ წვრთნის შემდეგ უკრაინას F-16-ები გადასცენ – დანია, ნიდერლანდები, ნორვეგია. ძალიან მადლობელი ვართ ამ ქვეყნების,” – განაცხადა ზელენსკიმ.