ირაკლი ღარიბაშვილი უკრაინას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს – ამის შესახებ მან Twitter-ზე დაწერა.
“გულითადად ვულოცავ უკრაინას დამოუკიდებლობის დღეს! ჩვენს მეგობარ უკრაინელ ხალხს ვუსურვებ ომის მალე დასრულებას, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, მშვიდობას და კეთილდღეობას!“, – წერს ღარიბაშვილი.