ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ საქართველოს საჯარო უწყებებმა რუსეთისგან 2.5 მლნ ლარის ტრენაჟორი შეისყიდეს – ფლანგვის დეტექტორი

„ფლანგვის დეტექტორის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ საქართველოს საჯარო უწყებებმა რუსეთისგან 2.5 მლნ ლარის ტრენაჟორი შეისყიდეს.

ორგანიზაციის ცნობით, საქართველოს საჯარო უწყებებმა ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას რუსული ტრენაჟორების შესყიდვისთვის 17 მილიონი ლარი გადაუხადეს.

„შპს ჯეო პარკმა 20 ტენდერში გაიმარჯვა, საიდანაც 19 შემთხვევაში კონკურენტი არ ჰყოლია და ჯამში ₾2.5 მილიონის შესყიდვა მიიღო, რაც მორგებული პირობების ეჭვს აჩენს.

2011-2023 წლებში შპს ჯეო-პარკმა ჯამში 36,898,131 ლარის 268 ტენდერში გაიმარჯვა.

აქედან ₾17 მილიონი საქართველოს საჯარო უწყებებმა კომპანიას რუსული ტრენაჟორების მიწოდებაში გადაუხადეს.

ამ ტრენაჟორების ნაწილი საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად დევნილთა დასახლებებში დამონტაჟდა.
გაუგებარია, რატომ ვყიდულობთ რუსული წარმოების ფიტნეს ტრენაჟორებს, როდესაც მისი თურქული და ევროპული ანალოგები მრავლად მოიძებნება?“ – აღნიშნულია „ფლანგვის დეტექტორის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იტვირთბა....