ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ამ ქალაქს თავისი ხასიათი, ისტორია და ზომა-წონა აქვს, მის დარღვევას არ გაპატიებთ თბილისი!” – მამუკა ხაზარაძე

„ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე სოციალური ქსელით გამოეხმაურა გეგმას, რომლის მიხედვითაც, თბილისში, „ლაგუნა ვერეს“ ტერიტორიაზე, ცათამბრჯენი უნდა აშენდეს.

„თბილისის მერია / Tbilisi City Hall
თბილისის საკრებულო / Tbilisi City Assembly
რას ერჩით თბილისს? “ოცნება”, რა დაგიშავათ ამ ქალაქმა?
დღეს “ლაგუნა ვერეს” და ფიზკულტურის ინსტიტუტის საკითხი გავა “ოცნების საკრებულოზე” და ოფიციალურად მწვანე შუქს აუნთებენ გმირთა მოედნის ცათამბჯენებით განაშენიანებას, ძველი თბილისის ქსოვილის მორღვევას და თბილისის ურბანულ გენოციდს!
ამ ქალაქს თავისი ხასიათი, ისტორია და ზომა-წონა აქვს, მის დარღვევას არ გაპატიებთ თბილისი!“, – წერს ის.

შეგახსენებთ, ცათამბრჯენის აშენების პროექტი დღეს თბილისის საკრებულომ უნდა განიხილოს.
ოპოზიცია აცხადებს, რომ ეს გეგმა დედაქალაქში კოლაფსს გამოიწვევს.

იტვირთბა....