ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“პრიგოჟინის თვითმფრინავის ჩამოვარდნამდე რამდენიმე დღით ადრე, პუტინი როსტოვში იმ შტაბს ეწვია, რომელიც მანამდე “ვაგნერელებს” ჰქონდათ დაკავებული”

ბრიტანული დაზვერვის ინფორმაცით, რამდენიმე დღის წინ, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი როსტოვში, სამხედრო შტაბს ეწვია.

ივნისში, ევგენი პრიგოჟინის მიერ წამოწყებული მომხდარი სამხედრო არეულობის დროს, აღნიშნული შტაბი „ვაგნერელებს“ ჰქონდათ დაკავებული.

„2023 წლის ივნისში ვაგნერის ჯგუფმა მცირე დროით დაიპყრო შტაბი. დიდი ალბათობით, პუტინს სურს, გამოაჩინოს თავისი ავტორიტეტი და წარმოაჩინოს უფროსი სამხედრო სარდლობა ჩვეულ რეჟიმში მოქმედად“, – წერს ბრიტანული დაზვერვა.

შეგახსენებთ, გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ევგენი პრიგოჟინი, რომელიც ამ ზაფხულს მარშით გაემართა მოსკოვისკენ, ავიაკატასტროფაში დაიღუპა.

23 ივნისს პრიგოჟინმა რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ვაგნერელების ბანაკზე თავდასხმაში დაადანაშაულა და სამხედრო ამბოხი დაიწყო. 23-24 ივნისს ვაგნერმა როსტოვისა და ვორონეჟის სამხედრო ობიექტები დაიკავა და მოსკოვს მიუახლოვდა, თუმცა ლუკაშენკოს შუამავლობით გამართული მოლაპარაკებების შემდეგ, პროგოჟნმა ამობხი შეწყვიტა და დაკავებული ქალაქებიდანაც გავიდა, სანაცვლოდ კი რუსეთში მის წინააღმდეგ აღძრული საქმე შეწყდა.

ბოლო დღეებში პრიგოჟინმა გაავრცელა ვიდეო, სადაც ამბობდა, რომ აფრიკაში იმყოფებოდა.

იტვირთბა....