აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

რუსეთმა და უკრაინამ ტყვეების გაცვლის შეთანხმების ფარგლებში, 270-270 ჯარისკაცი გაცვალეს

რუსეთმა და უკრაინამ ტყვეების გაცვლის შეთანხმების ფარგლებში, 270-270 ჯარისკაცი გაცვალეს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ტყვეობიდან დაბრუნებული რუსი სამხედრო მოსამსახურეები ამჟამად ბელარუსში იმყოფებიან, მოგვიანებით კი მათ რუსეთში გადაიყვანენ.

„23 ოქტომბერს, კიევის რეჟიმის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან 270 რუსი სამხედრო მოსამსახურე დააბრუნეს. სანაცვლოდ, უკრაინის შეიარაღებული ძალებიდან 270 სამხედრო ტყვე გადაიყვანეს. დაბრუნებული რუსი სამხედრო მოსამსახურეები ამჟამად ბელარუსის რესპუბლიკაში იმყოფებიან, სადაც მათთან მუშაობს რუსეთის ადამიანის უფლებათა კომისარი იანა ლანტრატოვა“, – იტყობინება სამინისტრო.

მათივე ცნობით, საჭირო ფსიქოლოგიური და სამედიცინო დახმარების მიღების შემდეგ, რუს სამხედრო მოსამსახურეებს რუსეთის ფედერაციაში გადაიყვანენ შემდგომი მკურნალობისა და რეაბილიტაციისთვის.

იტვირთბა....